“თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტებთან სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი გვაქვს, ასევე, ამას დაემატება სპიკერების სამმხრივი ფორმატი” – ნიკოლოზ სამხარაძე

“საპარლამენტო მიმართულებით ფორმატის ზრდა და სპიკერების ჩართვა სამმხრივ ფორმატში ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტებთან სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი გვაქვს, რომელიც დიდი ხანია, ჩამოვაყალიბეთ, ეს არის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის ორმხრივი, ყოველწლიური შეხვედრები”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, თურქეთი სპიკერების ფორმატს უმასპინძლებს, სადაც სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციებთან შეიკრიბება.

„თურქეთი სპიკერების ფორმატს უმასპინძლებს, სადაც სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციებთან შეიკრიბება და ჩვენს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე იმსჯელებს, ასევე რეგიონის პრობლემატიკაზე, ეკონომიკური პროექტების განვითარებაზე, რაც მისასალმებელია, რადგან ჩვენთვის ორივე ქვეყანა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა, ორივე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ამიტომ, ამ მხრივ, საპარლამენტო მიმართულებით ფორმატის ზრდა და სპიკერების ჩართვა ამ სამმხრივ ფორმატში ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები