“ნაცმოძრაობამ საქართველო გაყიდა” – რას ამბობენ საგარეჯოში, სადაც ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ
საგარეჯოში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე – ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები პენსიონერებს ხვდებიან,” ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
პარტიის წევრების მიმართულებით ქვებიც ისროლეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ისინი, ვინც ლევან ხაბეიშვილს საგარეჯოში გამოჩენას აპროტესტებდნენ, ამბობენ, რომ მათ არანაირი მორალური უფლება არ აქვთ იქ ჩასვლის.
“ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველო გაყიდა, დავით გარეჯი ჩვენი აღარ არის, რას აკეთებენ ეგენი ერი ორად გახლიჩეს და შურს და აგრესიას აღვივებენ,”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
“დავკარგეთ ქვეყნის 20% დაუდევრობით. მათ სიძულვილი დათესეს, ესენი ჩემს რაიონში არ უნდა მოდიოდნენ, ვერ ვიტანთ ამ ხალხს, გვძულს,”- ამბობს აქციის მონაწილე.