ოკუპანტებმა ლვოვი დაბომბეს – სულ მცირე, 4 ადამიანია დაღუპული და ათობით დაშავებული (ფოტო, ვიდეო)

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ლვოვზე, ზღვიდან “კალიბრის” ტიპის რაკეტებიდან იერიშის მიიტანეს, რასაც სულ მცირე 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 32 დაშავებულია, მათ შორის ერთი ბავშვია.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შსს ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ გაშვებული 10 “კალიბრიდან” სამმა სამიზნემდე მიაღწია.

არ არის გამორიცხული, რომ ნანგრევებში ადამიანები რჩებოდნენ, ამიტომ, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

როგორც ქალაქის მერმა, ანდრეი სადოვიმ განაცხადა, იერიშის შედეგად დიდი ნგრევაა, 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლია დაზიანებული.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ კი თქვა, რომ დაზიანდა ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი.

მომხდარს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამში” გამოეხმაურა. მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ “მტერს პასუხს აუცილებლად გავცემთ. ხელშესახებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები