სამტრედიაში დაცვის კომპანია „ინტერსექიურითი ჯორჯიამ“ სათნოების სახლის ბინადრებს ამანათები მიუტანა

დღეს ა(ა)იპ მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის ბინადრებს, დაცვის კომპანია „ინტერსექიურითი ჯორჯიას“ სახელით, კომპანიის იმერეთი-გურიის ხელმძღვანელმა, ედუარდ მელიამ, სასაჩუქრე ამანათები მიუტანა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჰიგიენის და პირველადი მოხმარების ნივთები კომპანიის ხელმძღვანელთა ინიციატივით შეგროვდა და ღონისძიებამ საქველმოქმედო ხასიათი მიიღო.

მათივე ცნობით, „ინტერსექიურითი ჯორჯიამ“ საქართველოს მასშტაბით და მათ შორის სამტრედიაში, აიღო ვალდებულება, რკინიგზის ობიექტების დაცვის უზრუნველყოფაზე. სამტრედიის დაცვის თანამშრომლებმა და კომპანიის ხელმძღვანელობამ  მოხუცთა თავშესაფარს საჩუქრები გადასცეს.

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებით გამოვყოფ კომპანიის დამფუძნებელს, ბატონ სოსო ალავიძეს, გენერალურ დირექტორს, ბატონ გიორგი ფანგანს და მთლიანად ბორდს“, – აღნიშნა ედუარდ მელიამ.

ამასთან, სათნოების სახლის დირექტორის, მამა შიოს (ჭაფოძე) თქმით, ამჟამად, აღნიშნულ დაწესებულებაში 17 ბენეფიციარი ცხოვრობს.

„ამჟამად სათნოების სახლში 17 ბენეფიციარი ცხოვრობს. კომპანიის მხრიდან ასეთი კეთილშობილური მხარდაჭერა მოხუცებისთვის მნიშვნელოვანია. მადლობა მათ ყველაფრისთვის“, – აცხადებს მამა შიო (ჭაფოძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიასთან საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები