“კახა ბენდუქიძემ ჩაქვში მდებარე უნიკალური ისტორიული შენობა აზერბაიჯანელს გადასცა“
გაზეთ “ქართულ სიტყვასთან“ საუბრისას “მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ წევრი, ქობულეთის მკვიდრი ჯეირან ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ აჭარაში მიწის მაფია მოქმედებს და მისი კვალი, პირდაპირ თუ ირიბად, ეკონომიკის ყოფილ მინისტრ კახა ბენდუქიძესთან მიდის.
“როგრც ვიცი, ბენდუქიძე მთელ საქართველოში 1285 ჰექტარ მიწას ფლობს. აქედან 137 ჰექტარი არასასოფლოა. საერთოდ არასასოფლო მიწა უფრო ძვირია. ჩაქვში ერთი, 1896 წელს აშენებული ისტორიული ძეგლია, სადაც თავის დროზე საუფლისწულო მამულთა კანტორა ფუნქციონირებდა. ეს უნიკალური ორსართულიანი შენობა ანასეულის კვლევით ინსტიტუტის ჩაქვის ფილიალის ადმინისტრაციას ეკუთვნოდა, მაგრამ ზემოხსენებული დოკუმენტის საფუძველზე, სააკაშვილმა ბენდუქიძეს გადასცა, საიდანაც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ანასეულის კვლევით ინსტიტუტის ჩაქვის ფილიალის თანამშრომლები გამოყარა და ისტორიული შენობა ვიღაც აზერბაიჯანელს ნახევრმილიონ დოლარად მიჰყიდა“, -აცხადებს ჯეირან ფალავანდიშვილი.