ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ჩონცინგში ძლიერი წვიმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და ოთხი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, 3 ივლისიდან 4 ივლისამდე ძლიერი წვიმის შედეგად ვანჯოუს ოლქი დაზარალდა.
5 ივლისს ადგილობრივი დროით 10 საათისთვის ძლიერმა წვიმამ რაიონში 36 დასახლებული პუნქტი დააზარალა, ასევე დაზარალებულია 37 226 ადამიანი, საიდანაც 11,5 ათასზე მეტს ევაკუაცია სჭირდება.