მიხეილ სააკაშვილი: ბოდიში უნდა მოიხადოთ, ამ მდგომარეობამდე რომ მიიყვანეთ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესს დისტანციურად ესწრება, განაცხადა, რომ ყველამ ბოდიში უნდა მოიხადოს, მისი იმ მდგომარეობის გამო, რომელშიც ახლა არის.
“ბოდიში უნდა მოიხადოთ, ამ მდგომარეობამდე რომ მიიყვანეთ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი.
ბოდიში უნდა მოიხადოთ ევროპარლამენტარების, ჩემი ოჯახის, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე, ჩემს წინაშე და ყველა ქართველის წინაშე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.