საფრანგეთის რეგიონები ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის და მოვაჭრეების მხარდასაჭერად მილიონობით ევროს გამოყოფენ

საფრანგეთში არეულობის შედეგად დაზარალებული რეგიონი – გრანდ-ესტი საგანგებო დახმარების ფონდიდან 10 მილიონ ევროს გამოყოფს.

გამოყოფილი თანხიდან 5 მილიონი მოხმარდება დაზიანებული სახელმწიფო უწყებების აღსადგენად, ხუთი მილიონი კი მცირე ბიზნესის და მოვაჭრეების დასახმარებლად იქნება მიმართული.

არეულობის დროს დაზიანდა მერიის შენობები მეცსა და მონ-სენ-მარტენში, ხოლო სტრასბურგში მაღაზიები გაძარცვეს.

საბოლოო გადაწყვეტილება 7 ივლისს იქნება მიღებული, ხოლო თანხის გამოყოფა მომდევნო კვირას მოხდება.

ასევე ცნობილია, რომ ​ილ-დე-ფრანსის რეგიონი კენჭს უყრის 20 მილიონი ევროს გადაუდებელ დახმარებას, რაც მერებს არეულობის დროს განადგურებული ან დაზიანებული საზოგადოებრივი ობიექტების აღდგენაში დაეხმარება. შესაბამისი კენჭისყრა 5 ივლისს მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები