ბათუმში მართლწესრიგის ოფიცრის 10 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა
შსს-მ ბათუმში 10 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაცია სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობის არეალის გაფართოების მიზნით, თბილისისა და რუსთავის შემდეგ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კერძოდ,
ბათუმში 10 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის ბმული: hr.police.ge“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.