გორში ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლის მეორე სართული სრულად დაიწვა

ქალაქ გორში, აღმაშენებლის გამზირზე ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლის მეორე სართული სრულად დაიწვა. როგორც “კვირას“ შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილემ მიხეილ შენგელიამ განუცხადა, ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია 15 წუთში შეძლეს. მისივე ინფორმაციით, ცეცხლი ახლომდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავსაც მოედო, რის შედეგადაც სახურავი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების განცხადებით, სახლი მეპატრონეს დაგირავებული აქვს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები