სასამართლომ 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ 50 წლამდე  კაცი 13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არასრულწლოვანი 4 თვის ორსულია. საქმეზე გამოძიება 137 მუხლის მე-4-ე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გრძელდება, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კაცს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები