ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმერეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიხურა
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმერეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიხურა.
ფესტივალი 13-30 ივნისს მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდა პროფესიონალური და სამოყვარულო თეატრები, მათ შორის, უცხოეთიდანაც.
საფესტივალო ჩვენების ფარგლებში, 15 სპექტაკლი იქნა წარმოდგენილი.
პროექტს უკვე მე-14 წელია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდანჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
,,იმერეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ქუთაისში დაარსდა 2002 წელს , ქუთაისის მერიის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით. დღემდე ქუთაისი ითვლება მის უპირველეს და მთავარ მასპინძლად.
️ამ წლების განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ათეულობით დასმა და თეატრალურმა კოლექტივმა, ყოველ საფესტივალო სეზონს 18 ათასამდე მაყურებელი ჰყავდა.
️იმერეთის თეატრალური ფესტივალი უნიკალურია თავისი შინაარსით – ის არის რეგიონული და იმავდროულად, საერთაშორისოც. ის საუკეთესო საჩუქარია როგორც მსახიობებისთვის , ასევე მაყურებლებისთვის”, – განაცხადა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.
დახურვის ცერემონიაზე პრიზები გადაეცათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს, რომლებიც ფესტივალის ჟიურიმ გამოავლინა.
საუკეთესო სპექტაკლი -,,უსამშობლო კაცი“ რეჟისორი მარიამ სიხარულიძე (ტყიბულის სახალხო თეატრი) ;
საუკეთესო რეჟისურა -რეჟისორი ირინე ჩხეიძე, “დოდოს მოლოდინი“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი);
საუკეთესო სცენოგრაფია – მამუკა ტყეშელაშვილი, ,,სამანიშვილის დედინაცვალი“ ( წყალტუბოს სახალხო თეატრი) და ,,ბინა“ (ბაღდათის სახალხო თეატრი);
საუკეთესო მუსიკალური გაფორმება – ,,ვალი“ (ვანის სახალხო თეატრი);
ქალის მთავარი როლი – ირინე ჩხეიძე ,,დოდოს მოლოდინი“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი);
მამაკაცის მთავარი როლი – გიგა ბუბუტეიშვილი ,,ვალი“ (ვანის სახალხო თეატრი);
საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი -გიგა აბულაძე, ,,თორმეტი განრისხებული მამაკაცი“( სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი);
საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობი – ლიზი მეფარიძე, ,,ფაბრიკის გოგონები“ (თერჯოლის სახალხო თეატრი);
საუკეთესო ქალის ეპიზოდური როლი – მარიამ მელაძე, ,,მერე რა რომ სველია სველი იასამანი”( ხონის სახალხო თეატრი);
საუკეთესო მამაკაცის ეპიზოდური როლი – ზურაბ ყურაშვილი, ,,სამანიშვილის დედინაცვალი“( წყალტუბოს სახალხო თეატრი);
️ფესტივალის აღმოჩენა -საჩხერის სახალხო თეატრი, ,, მრგვალი და მახვილი თავები“.
️ჟიურის სპეციალური პრიზი-სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი, ,,თორმეტი განრისხებული მამაკაცი“