ზუგდიდში 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 50 წლამდე ასაკის მამაკაცს ბრალი წარუდგინეს

ზუგდიდში 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 50 წლამდე ასაკის მამაკაცს სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

აღნიშნულ საქმეზე გადაკვალიფიცირდა მუხლი, სსკ-ის 140-ე მუხლიდან სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4-ე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ბრალდებულის ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დედამ არასრულწლოვანი გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში, მუცლის არეში ტკივილის გამო მიიყვანა. აღმოჩნდა, რომ ის რამდენიმე თვის ორსულია. როგორც ცნობილია, დედამ და მისმა არასრულწლოვანმა შვილმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები