მიშა მშვილდაძის მიმართ თავდამსხმელს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ტელეკომპანია “ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ თავდამსხმელს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულმა მშვილდაძეს ფიზიკური დაზიანება 27 ივნისს მიაყენა, მიზეზად კი მიშა მშვილდაძის მიერ საჯარო სივრცეში ეკლესიისა და პატრიარქის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები დაასახელა.
მომდევნო სასამართლო სხდომა 22 აგვისტოს ჩაინიშნა.