აჭარაში ხანძრის შედეგად მძინარე მამაკაცი დაიწვა

აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ხანძრისას ოჯახის უფროსი, 50 წლის ლევან გორგაძე დაიღუპა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხანძარი მოძველებული ელექტროგადამცემი სადენებიდან გაჩნდა და სახლი რამდენიმე წუთში დაიწვა, რა დროსაც ოჯახის უფროსს სავარაუდოდ ეძინა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“ადგილზე სახანძრო ბრიგადა დროულად გამოცხადდა, თუმცა იმის გამო რომ სახლი ხის იყო ხანძარმა ის მთლიანად გაანადგურა”, – აცხადებენ ადგილობრივები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები