განადგურებული მეტროსადგური, დამწვარი მაღაზიები და სოციალური ცენტრი – ვატრელოს კომუნას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა (ფოტო)

საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობის შემდეგ დაწყებული არეულობის შედეგად, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ვატრელოს კომუნას.

როგორც მერმა, დომინიკ ბაერმა თქვა, ქალაქ ლილს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.

მისი ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა სოციალურ ცენტრსა და ​Lidl-ის მაღაზიაში ხანძარი გააჩინეს.

“ორი სამიზნე მთლიანად განადგურდა.იყო ნაგვის ურნების მასობრივი დაწვა, შაშხანების სროლა, დარბეულია ტრანსპორტის გაჩერებები. განადგურებულია სათვალთვალო კამერები. თავს დაესხნენ საჯარო დაწესებულებებს, სოციალურ ცხოვრებას, უწყებებს, რომლებიც მოსახლეობას მომსახურებას სთავაზობენ. ასევე ცენტრს, რომელიც ახალგაზრდებს დასაქმებასთან წვდომის საშუალებას აძლევს“, – თქვა მან.

ლილში Ilévia-ს ქსელის მენეჯერმა თქვა, რომ “ხანძარმა მეტროსადგური Porte de Douai გაანადგურა” და დღეს მეტროს ორი ხაზი მგზავრებს არ ემსახურებოდა. მისივე თქმით, ავტობუსის მე-8 მარშრუტი, “მგზავრების და მძღოლების უსაფრთხოების მიზნით არ მუშაობს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები