ვალერი თელიას განცხადებით, გორში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, გარკვეული სახის ნივთიერება ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვალერი თელიას განცხადებით, გორში მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, ერთი მოქალაქის ჩხრეკის შედეგად, გარკვეული სახის ნივთიერება ამოიღეს.
მისივე ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება გორის გარდა მიმდინარეობს სხვა ტერიტორიაზეც.
„ამ ეტაპზე სხვადასხვა ლოკაციაზე საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ მოქალაქეს შიდა ქართლის რეგიონში ჩხრეკა ჩაუტარდა. აღმოჩენილ იქნა გარკვეული სახის ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზაზე გაიგზავნება. ასევე, მიმდინარეობს ღონისძიება სხვა ლოკაციაზეც“, – განაცხადა ვალერი თელიამ.

ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ადგილზე სპეცოპერაცია დილიდან მიმდინარეობს, მათ შორის, გორის მუნიციპალიტეტში, სადაც საპოლიციო ღონისძიება სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს უკავშირდება.

სპეცოპერაცია ტარდება ფონიჭალაშიც.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ნარკორეალიზატორები და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული პირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები