ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ძალადობის მუხლით ერთი პირია დაკავებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს, „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.