შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
ფოტო: ტელეკომპანია „ფორმულა“