თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს ბრალს დღეს წაუყენებენ

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. სამართალდამცველებმა სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

2 თვის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში შუბითიძემ განაცხადა, რომ სამი წლის წინანდელი საქმე ბაჩალიაშვილის შესახებ გაყალბებულია. ამ განცხადებიდან მალევე პროკურატურამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გამოძიება დაიწყო.

დეტალების ხელახლა შესწავლის შემდეგ საგამოძიებო უწყებამ დაადგინა, რომ შუბითიძის ჩვენება არაერთ ტყუილს შეიცავდა და მისი მიზანი ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანა იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები