ლაშა კალანდაძე: საქმის არსებითი მხარე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თავის დროზე აშკარად იყო დარღვეული ბიძინა ივანიშვილის უფლებები

„კრედიტ სუისი“ მაქსიმალურად ცდილობდა და შესაძლებელია მომავალშიც შეეცადოს, რომ გააჭიანუროს პროცედურები. საქმის არსებითი მხარე ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, და ამის დადასტურება არის როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ თავის დროზე აშკარად იყო დარღვეული ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების უფლებები და ხშირ შემთხვევაში ეს უფლებები დარღვეული იყო არა უბრალოდ, არამედ დანაშაულებრივი ქმედებით და ამის შესახებ არსებობს შვეიცარიის სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„არ დაკმაყოფილდა „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მდგომარეობდა იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ „კრედიტ სუისის“ შვილობილ კომპანიას დაკისრებული ჰქონდა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა. „კრედიტ სუისი“ მაქსიმალურად ცდილობდა და შესაძლებელია მომავალშიც შეეცადოს, რომ გააჭიანუროს პროცედურები. საქმის არსებითი მხარე ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, და ამის დადასტურება არის როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ აშკარად იყო დარღვეული თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების უფლებები და ხშირ შემთხვევაში ეს უფლებები დარღვეული იყო არა უბრალოდ, არამედ დანაშაულებრივი ქმედებით და ამის შესახებ არსებობს შვეიცარიის სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებაც. თეორიულად „კრედიტ სუისს“ აქვს შესაძლებლობა კიდევ გაასაჩივროს საკასაციო წესით ლონდონში აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა ობიექტური მდგომარეობიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, ობიექტურ გარემოში ერთადერთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არის. ეს გადაწყვეტილება მდგომარეობს იმაში, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, როგორც დარჩა აპელაციის დონეზე“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა.

ცნობისთვის, ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ „კრედიტ სუისის“ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. აპელაციის შედეგად Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები