ლაშა კალანდაძე: ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ „კრედიტ სუისის“ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა

ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ „კრედიტ სუისის“ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე Facebook-ზე წერს.

„ინფორმაციისთვის: რამდენიმე წუთის წინ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი;
უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ“, – წერს კალანდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები