გოგი მეშველიანმა ბოლნისის სამაჟორიტარო ბიუროში მოქალაქეთა მიღება გამართა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა, გოგი მეშველიანმა ბოლნისის სამაჟორიტარო ბიუროში ტრადიციული მოქალაქეთა მიღება გამართა.
„თანამოქალაქეებისგან მოვისმინე როგორც ინდივიდუალური, ისე საერთო საჭიროებები. ვისაუბრეთ არსებულ ვითარებაზე და განვიხილეთ დღის წესრიგში მდგარი საკითხების გადაჭრის გზები.
მოქალაქეებთან უშუალო შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან მათგან მიღებული ინფორმაცია გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ განვლილი საქმიანობა და მათი ინტერესების გათვალისწინებით დავგეგმოთ სამომავლო პრიორიტეტები”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.