ადვოკატის ინფორმაციით, ბადრი ესებუას საბოლოო განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუა დღეს სასამართლოს წინაშე წარდგება.
ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და საკუთარ პოზიციას სასამართლოს კიდევ ერთხელ გააცნობს.
ამასთან, დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ საბოლოო განაჩენი დღეს იქნეს გამოცხადებული.

ცნობისთვის, ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმის ფაქტზე, ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები