თბილისში ნარკოდანაშაულისთვის სასულიერო პირი დააკავეს

თბილისში, გლდანულის ღვთისმშობლის შობის ტაძრის არქიმანდრიტი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.

სასულიერო პირი ვაკის პოლიციამ გუშინ, გვიან ღამით დააკავა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები