საფრანგეთში, პარიზის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობა ჩამოინგრა და ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა პარიზის მეხუთე ოლქში მოხდა. აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, მათგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და შესაბამისი სამსახურები.