მამა გიორგი: პრეზიდენტ მარგველაშვილს, მაგ უბედურს თავისი გაჭირვებაც ეყოფა

„კაზანტიპის“ გაუხმაურებელ სკანდალებზე “ალიასთან” მამა გიორგი რაზმაძე საუბრობს. მისი თქმით, მუსიკალურ ფესტივალზე საზოგადოებრივი წესრიგისთვის მუღებელი ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, რომლის ამსახველი ვიდეომასალა არსებობს.
„უკვე გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ პირველივე დღეს, 70 კაცამდე იქნა დაკავებული ნარკოტიკის გამოყენების გამო. როგორც გვითხრეს, ადგილობრივ პოლიციაში ადგილი არ იყო, ამიტომ ეს ადამიანები ზუგდიდის განყოფილებაში გადაიყვანეს. ინტერნეტსაშუალებებმა გაავრცელეს უამრავი საშინელი კადრი, რომელიც ასახავდა რეალობას, ახალგაზრდა ადამიანმა იქორწინა გოჭზე, ქალმა – ქალზე იქორწინა, კაცმა – კაცზე. მოგეხსენებათ, „კაზანტიპს“ თავისი რესპუბლიკა და თავისი კანონები აქვს… იყო დაფიქსირებული ბევრი ინციდენტი, ნარკოტიკით გაბრუებული ხალხი გარეთ გამოდიოდა და ჩხუბობდა, დაერივნენ ახალგაზრდობას და მოხდა სერიოზული შეხლა-შემოხლა, მოსახლეობასა და ამ გაბრუებულ მასას შორის… შემირცხვენია ის ქვეყანა, სადაც მთავრობა მეძავებით ცდილობს გამდიდრებას… კარგად დაუკვირდით, 17-ში და 20-ში ჩამოწვა მთის უზარმაზარი მასა, რომელმაც მთელი დარიალის ხეობა ჩაკეტა. ეს ხალხი ელოდა უამრავ ტურისტს რუსეთიდან, ძირითადი გათვლა სწორედ რუსებზე იყო. ამიტომ, როცა მანქანებით უნდა შემოსულიყვნენ საქართველოში, სწორედ იმ დროს ჩაიკეტა გზა ღვთის განგებით… ვინც მოვიდა, რა მოიგო? ქართული ბიზნესი გააკეთა? საცოდავები… ხინკალს 2 ლარი დაადეს და ერთ ჭიქა ყავას 10 ლარი, ესაა ბიზნესი?… პრეზიდენტ მარგველაშვილს, მაგ უბედურს თავისი გაჭირვებაც ეყოფა. საწყალს ყველაფერი ჩამოართვეს, ამიტომაც შეძვრა რეზიდენციაში, სასაცილოა პირდაპირ“, – განაცხადა მამა გიორგი რაზმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები