საფრანგეთში უამინდობის შედეგებს ებრძვიან, ქარი ზოგან 100 კმ/სთ-ს აღწევდა (ვიდეო)

საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უამინდობის შედეგებს ებრძვიან. გადაუღებელ წვიმას ძლიერი ქარი ახლდა, რომლის სიჩქარე ზოგან 100 კმ/სთ-ს უახლოვდებოდა.

ამის შესახებ Le Figaro წერს.

ნორმანდიასა და დედაქალაქის რეგიონში წყალდიდობაა, ათასობით შინამეურნეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, შეფერხებული იყო მატარებლის განრიგი.

ჭექა-ქუხილის დაწყებამდე ქვეყნის 28 დეპარტამენტში განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა.

პარიზამდე უამინდობამ ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე მიაღწია, ჭექა-ქუხილს თან ახლდა ძლიერი ქარი, რომელიც ზოგჯერ 100 კმ/სთ-მდე აღწევდა. რამდენიმე წუთში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსიდან 20°C-მდე დაეცა.

პარიზიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ტრასა N118 დაიტბორა.

ზოგ დეპარტამენტს ტორნადომ გადაუარა.

ადგილობრივი დროით საღამოს 21:00 საათის შემდეგ, რკინიგზის ოპერატორმა განაცხადა, რომ მატარებლების მოძრაობა დასტაბილურდა.

დღის საათებში კი, პარიზის მერიამ მოსახლეობა გააფრთხილა და ქალაქის ყველა გამწვანებული ზონა და სასაფლაოები 19 ივნისის დილამდე ჩაკეტა. გადაიდო Sting-ის კონცერტი, რომელიც ღია ცის ქვეშ უნდა ჩატარებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები