აშშ-ის ქალაქს ერთდროულად სამი ტორნადო დაატყდა – სულ მცირე, სამი დაღუპულია და ათობით დაშავებული (ფოტო)

აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ პერიტონს ერთდროულად სამი ტორნადო დაატყდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტიქიის შედეგად,  ორი მოქალაქეა დაღუპულია და, სულ მცირე, 56 დაშავებული.

ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არ გამორიცხა, რომ დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა, 100-მდე გაიზარდოს.

მედია წერს, რომ ქალაქის დიდი ნაწილი ნანგრევებად იქცა, საავარიო სამსახურები გადარჩენილებს ეძებენ.

ABCNews წერს, რომ, ჯამურად,  გვიან ღამით შვიდი ტორნადო დაფიქსირდა ტეხასის, ოკლაჰომას და მიჩიგანის შტატებში.

ჯორჯიის შტატში მეტეოროლოგები გადაუღებელ წვიმებს პროგნოზირებენ. გადაუღებელი წვიმების შედეგად, უკვე დაზარალდნენ ჯორჯიის და ალაბამას შტატები.

დღეს კოლორადოდან მექსიკის სრუტემდე ახალ შტორმებს პროგნოზირებენ, დამანგრეველი ქარით და სეტყვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები