თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში გამარჯვებულ თეთრიწყაროელ ჩემპიონებს საზეიმოდ დახვდა და გამარჯვება მიულოცა (ფოტოგალერეა)

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური, მოადგილესთან ლია ზურებიანთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და გულშემატკივართან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში, გამარჯვებულ თეთრიწყაროელ ევროპის ჩემპიონებს საზეიმოდ დახვდა და გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში მოლდოვის ქალაქ კიშინოვში გაიმართა, სადაც თეთრიწყაროელმა სპორტსმენებმა, თაზო პაპაშვილმა, საბა სულხანიშვილმა და ვერცხლის პრიზიორმა, გიორგი ჯანგებაშვილმა წარმატებით იასპარეზეს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს მიღწეულ წარმატებას ახალგაზრდა სპორტსმენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები