სერბეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინის ქალაქ ოდესაში რეგიონულ სამიტზე დასასწრებად გაემგზავრა.

როგორც ვუჩიჩმა სამიტზე განაცხადა, სერბეთს შეუძლია, რომ დაეხმაროს უკრაინას დაზარალებული რეგიონების აღდგენაში.

მედიის ცნობით, სერბეთის პრეზიდენტმა სამიტზე ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერისგან თავი შეიკავა.

„ჩვენი [სერბეთის] ინტერესების დაცვით, მე ვიცავ როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ინტერესებს… ისევე, როგორც ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართლის ინტერესებს“, – განაცხადა მან სერბ ჟურნალისტებთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ სერბეთის 12-წლიანი მმართველობის პირობებში, ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინაში პირველად ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები