საბერძნეთის სანაპიროსთან 60-მდე მიგრანტი დაიღუპა (ფოტო)

საბერძნეთის სანაპიროსთან ბორნის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე, 59 მიგრანტი დაიხრჩო, ბევრად მეტი დაკარგულად მიიჩნევა.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მაშველებმა 104 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე და მათგან რამდენია დაკარგული.

საბერძნეთის სანაპირო დაცვაში განაცხადეს, რომ ხომალდი იტალიაში მიემართებოდა.

თავდაპირველად, ის ​Frontex-ის თვითმფრინავმა და შედარებით ახლოს მყოფმა ორმა გემმა შენიშნეს, თუმცა, საბერძნეთის მთავრობის დახმარებაზე ბორტზე მყოფმა ადამიანებმა უარი თქვეს. რამდენიმე საათში კი ხომალდი გადაბრუნდა.

სახელმწიფო მაუწყებელმა ERT-მა განაცხადა, რომ გემი ლიბიის ქალაქ ტობრუკიდან გამოვიდა, ბორტზე უმეტესობა 20 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები