გაერო: სირიის საერთაშორისო დახმარება, უსახსრობის გამო, შემცირდება(ფოტო)

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP), უსახსრობის გამო, სირიისთვის გამოყოფილ დახმარებას თითქმის გაანახევრებს.

ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

„უპრეცედენტო კრიზისი გამო, WFP იძულებულია, 5,5 მილიონი გაჭირვებული ადამიანიდან 2,5 მილიონის დახმარება შეწყვიტოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ხაზგასმულია, რომ „გადაწყვეტილება სამი მილიონი სირიელის სასარგებლოდ იქნა მიღებული, რომლებიც დახმარების გარეშე ერთ კვირასაც ვერ გაძლებენ”.

როგორც აღნიშნულია, იმ შემთხვევაში, რომ გაგრძელებულიყო 5,5 მილიონი სირიელის დახმარება, WFP-ის ყველა რესურსი მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის მთლიანად ამოიწურებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები