ასპინძაში, მდინარე მტკვარში მაშველები არასრულწლოვანს ეძებენ

ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში მაშველები არასრულწლოვან გოგოს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან, მდინარეში ბანაობდნენ, რა დროსაც ერთ–ერთ მათგანს ფეხი გაუცურდა, მტკვარში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მდინარე მტკვარში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და პროცესში სამაშველო სამსახურია ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები