მაჭარაშვილი – ტუსკის განცხადებაზე: იციან, რომ უვიზო მიმოსვლა არ შეჩერდება, მაგრამ „დიფ სთეითის“ ნაწილია და ამ განცხადებას აკეთებინებენ
“დონალდ ტუსკმა პირდაპირ თქვა, რომ „დიფ სთეითის“ წევრია და ამ პროცესებში მონაწილეობა უნდა მიიღოს, სხვა შემთხვევაში, როგორ შეიძლება – მისი განცხადება აიხსნას, როცა საქართველოს მოქალაქეები არაფერ განსაკუთრებულს არ ჩადიან, მათ შორის პოლონეთში”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„იციან, რომ უვიზო მიმოსვლა არ შეჩერდება, მაგრამ „დიფ სთეითის“ ნაწილია და ამ განცხადებას აკეთებინებენ. რა თქმა უნდა, ეს განცხადებაც ისევე დარჩება ფარატინა ქაღალდად, როგორც სხვები. ამას საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვის ხარჯზე აღსრულება ვერ ექნება. ეს არის შანტაჟი, როგორც იყო კანდიდატის სტატუსი, მეორე ფრონტის გახსნა-არგახსნა, ახლა არის უვიზო მიმოსვლა. ვის ჰგონია, რომ თუ საქართველოში ადამიანს ეტყვიან, შენი ქვეყანა სუვერენიტეტს არ დაკარგავს, ვიზალიბერალიზაციას შეგიჩერებთ, რას აირჩევს? – ამაზე არავინ წავა, ეს კარგად გაშიფრული სქემაა. ეს მუქარა აღარ იმუშავებს, თუმცა საქართველოს წინააღმდეგ სხვა რესურსიც აღარ აქვთ დარჩენილი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს.