ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე საავტომობილო გზის კაპიტალური რეაბილიტაცია გრძელდება

ქალაქ ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე საავტომობილო გზის და სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი – ირაკლი ლაზარაშვილი, მერის პირველი მოადგილე – ილია ზარდიაშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი – ალექსანდრე მელიქიძე.
პროექტის ფარგლებში, გზის ნახევარ კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი უკვე დაიგო. დასრულების ეტაპზეა ტროტუარების მოწყობა, ასევე, მოასფალტდება მრავალსართულიანი კორპუსების ეზოები, ეწყობა მიერთებები, საკანალიზაციო ჭები, შემზღუდავი მოაჯირები და საგზაო მონიშვნები.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება. პროექტის დასრულების შემდეგ, მიმდებარე დასახლების მცხოვრებლები კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

აღნიშნულ ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები