საფრანგეთში 3 წლის ბავშვებს პარკში დანით თავს დაესხნენ – სულ მცირე, 4-ის მდგომარეობა მძიმეა(ფოტო)

საფრანგეთის ქალაქ ანესიში, ლტოლვილის სტატუსის მქონე მამაკაცი დაახლოებით 3 წლის ბავშვების ჯგუფს დანით დაესხა თავს.

ამის შესახებ BFMTV იტყობინება.

თავდასხმა ქალაქის პარკის ტბასთან მოხდა, ხუთი დაშავებულია, მათგან 4 ბავშვია. სულ მცირე, 4-ის მდგომარეობა მძიმეა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა განაცხადა, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ის არის 1991 წელს დაბადებული, სირიიდან თავშესაფრის მაძიებელი. მან თავშესაფარი საფრანგეთში გასული წლის ნოემბერში მოითხოვა, თუმცა, მიმდინარე წლის აპრილში, შვედეთში ლტოლვილის სტატუსი მიიღო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თავდასხმა “ტვიტერში” დაგმო და თქვა, რომ ეს არის “აბსოლუტური სიმხდალე”.

“ბავშვები და მოზარდები სიცოცხლესა და სიკვდილს შორის იმყოფებიან. ერი შოკშია. ფიქრებით მათთან ვართ, ასევე, მათ ოჯახებსა და სამაშველო სამსახურებთან”, – დაწერა მან.

ადგილზე ქვეყნის პრემიერმინისტრი, ელიზაბეტ ბურნი და სხვა მაღალჩინოსნები ჩავიდნენ.

თავდამსხმელის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები