შროშასთან მომხდარი ავარიისას ოთხი ადამიანი დაშავდა

იმერეთში, სოფელ შროშასთან მომხდარი ავტოავარიისას 4 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც “კვირას” თვითმხილველმა განუცხადა, ინციდენტის გამო რამდენიმე წუთის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდა, თუმცა ამ დროისთვის გზა უკვე გახსნილია.

“კვირა” ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე აღძრულია საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები