გომბორზე მთის ნაწილი ჩამოიშალა

გომბორზე გამთენიისას წვიმის შედეგად მთის მცირე ნაწილი ჩამოიშალა. ჩამოშლილი მასა სამანქანო გზას არ ფარავს, თუმცა ავტომანქანის მოძრაობას გარკვეულწილად საფრთხეს უქმნის. როგორც რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, გომბორზე მთის მასის მცირე ჩამოშლა გუშინდელმა წვიმამ გამოიწვია. მათივე ცნობით, აღნიშნულის გამო სამანქანო მოძრაობა არ შეჩერებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები