ისრაელში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, “ბათუმის დღეები” იმართება

„ისრაელში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, “ბათუმის დღეები” იმართება. ორი დღის განმავლობაში, ღონისძიების სტუმრებს საშუალება აქვთ, ქართულფოლკლორ შოუს დაესწრონ, სადაც ქართული დეკორაციებით გაფორმებულ ულამაზეს სივრცეში აჭარული ხაჭაპურის, ხინკლისა და ჩურჩხელის

მომზადების მასტერკლასები და დეგუსტაციები მიმდინარეობს“,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ღონისძიებაზევე გამოფენილია აჭარის ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც გარდა აჭარის საყოფაცხოვრებო ნივთების გაცნობისა, სტუმრებს ქსოვისა და ქარგვის მასტერკლასებში ჩართვის საშუალება აქვთ. „ბათუმის დღეების“ ფარგლებში ქართული სიმღერასა და ცეკვას ანსამბლი ” ბათუმი”, ცეკვის აკადემიური ანსამბლი ” ხორუმი”, ისრაელში არსებული ცეკვის ანსამბლი “ფესვები” და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი წარმოადგენს. კონცერტში მონაწილეობენ სოლო შემსრულებლები არჩილ გოგიტიძე, ბაჩო ნაკაშიძე, სულხან ჯაიანი, სოფო ხალვაში, ხათუნა დონდუა და მორის მელაძე.

“ბათუმის დღეები” იერუსალიმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, საქართველოს საელჩოს ისრაელში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი ისრაელში აჭარისა და, ზოგადად, საქართველოს პოპულარიზაციაა. ჯამურად, ღონისძიებებს2000-ზე მეტი ადამიანი ესწრება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები