საჩხერის მერმა, ლევან ივანაშვილმა ღვაწლმოსილ ქალბატონს 100 წლის იუბილე მიულოცა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ივანაშვილმა ჟუჟუნა ბარბაქაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ქალბატონს, რომელიც არგვეთის კულტურის სახლს 40 წელზე მეტი ხელმძღვანელობდა, ხანგრძლივი ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა.

ჟუჟუნა ბარბაქაძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარემ გაგა დარბაიძემ, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა მირანდა ჩუმაშვილმა, საკრებულოს ჰუმანიტარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მარინა კაციტაძემ, წითელი ჯვრისა და საზოგადოების სხვა წევრებმა.
აქვე გაიმართა მცირე ღონისძიება ფოლკლორული ნომრების შესრულებით.

ხანდაზმულ ქალბატონს საჩხერის მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად 1000 ლარი გადაეცემა.

ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები