48 დევნილი ოჯახი თბილისში ბინებს მიიღებს

  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დევნილი ოჯახებისთვის ბინები ფარული კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს ის 48 ოჯახია, რომელიც, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თბილისში, ა. პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) ქუჩაზე ბინებს მიიღებს. კენჭისყრის მიხედვით გამოვლინდა, თუ ვინ რომელ სართულზე მიიღებს საცხოვრებელ ფართს. 3- სართულიან შენობაში სულ 48 ბინაა, აქედან 12 ერთოთახიანი, 27 ოროთახიანი და 9 სამოთახიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები