ქარელში ავარიას ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი.

მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება მწუხარებას გამოთქვამს სამართალდამცველების გარდაცვალების გამო.
მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

17-05-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი იმსხვერპლა.

1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის მუნიციპალიტეტში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: 1972 წელს დაბადებული პოლიციის მაიორი ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ვანო ბასანიძე.

სამართალდამცველებმა გ.ლ დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”,- აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები