თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე ერთი პირი დაჭრეს

თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს.

როგორც ცნობილია, მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები