„საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი არ აქვს“ – შსს საშა სევერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსული სანომრე ნიშნით მოძრავ მანქანასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, პირი, რომლის სახელს და გვარს მედია ავრცელებს, სატრანსპორტო საშუალებას არ მართავდა, არც მგზავრობდა და მას საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი არ აქვს.

„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ, მოხდა აღნიშნული სანომრე ნიშნით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და მისი დაჯარიმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

სატრანსპორტო საშუალებას მართავდა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც საქართველოს საზღვარი აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით გადმოკვეთა 2020 წელს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს ავტომანქანა და რეგისტრაციის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააჯარიმეს.

ხოლო, რაც შეეხება პირს, რომლის სახელს და გვარს ავრცელებს მედია, აღნიშნული პირი სატრანსპორტო საშუალებას არ მართავდა, არც მგზავრობდა და მას საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი არ აქვს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდი საშა სევერი თბილისში ავტომობილით გადაადგილდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები