იპოდრომთან მომხდარი ავარიისას 4 ადამიანი დაშავდა (ფოტოკოლაჟი)
თბილისში, ვაკე- საბურთალოს გზაზე იპოდრომთან ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა, – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციების მმართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. „იპოდრომთან, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, სამი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს, თუმცა მსხვერპლი არაა“, – აცხადებენ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მმართვის სამსახურში.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის პირველი ნაწილით.