უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი აირი – იყო თუ არა სააკაშვილი საქმის კურსში?
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ბუნებრივი აირის უკანონოდ მომხმარების თემას გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ის ინფორმაციას არ ფლობს, იცოდა თუ არა ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
“გუშინ აღმოაჩინა “ყაზტრანსგაზმა“, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბუნებრივ აირს უკანონოდ მოიხმარდა, რამდენადაც გასაოცარი უნდა იყოს, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ხდებოდა. არ ვიცი, ბატონმა პრეზიდენტმა იცოდა თუ არა ამის შესახებ, უბრალოდ მიუღებელია, როცა ჩვენ მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ უკანონოდ არ მოიხმარონ ბუნებრივი აირი, ამ დროს კი ქვეყნის პირველი პირი თავისი ადმინისტრაციისათვის ბუნებრივ აირს უკანონოდ მოიხმარდა“, – განაცხადა კალაძემ.