ეკა ბესელია: შესაძლოა გიგა ბოკერიაც ვიხილოთ პროკურატურისკენ მიმავალ გზაზე

საპრალამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის გარდა, პროკურატურა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საქმიანობითაც ინტერესედება.
„სააკაშვილს ჰყავს ლობისტები… ზოგიც პირადი განწყობის გამო ცდილობს მის დაცვას. მაგალითად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც დაუფარავად ამბობდა, რომ მიშა მისი მეგობარია და აქვს პირადი განწყობა. ამას რა კომენტარი სჭირდება? მშვიდობაში მოახმაროს. ეს პირადი ურთიერთობები რაზეც გადიოდა, კარგად ვიცით და ისიც ვიცით, რას ხმარდებოდა უშიშროების საბჭოს მილიონები. „ნაციონალებს“ რომ ჰკითხო, ლობისტებსო… სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები დემოკრატიულ ქვეყნებში არ უკვირთ… ჯერ კიდევ რამდენი საქმეა გამოსაძიებელი? უამრავი ადამიანი ელოდება სამართალს. მომწონს, რომ პროკურატურა გააქტიურდა. მიმაჩნია, რომ სამართლის აღსრულების შემადგენელია იმ რეჟიმის მსხვერპლთა აღიარება და რეაბილიტაცია. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად მოტივირებულია, რათა ამ ადამიანებს დაეხმაროს, ვინც ძალადობის მსხვერპლი იყო… რასაკვირველია, რომ შესაძლოა გიგა ბოკერიაც ვიხილოთ პროკურატურისკენ მიმავალ გზაზე. გამოძიება მიმდინარეობს, დაველოდოთ, პროკურატურა რას დაადგენს. 50 მილიონს რომ ითხოვდა უშიშროების საბჭო, რისთვის? თურმე 5 მილიონითაც შეიძლება ამ სამსახურის მუშაობა, სად მიდიოდა ის თანხები? ცალკეა სალაროს საკითხი და უამრავი სქემა, რომელიც ნელ-ნელა დღის სინათლეზე გამოდის“- განუცხადა ბესელიამ „ალიას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები