სასამართლომ მალხაზ პაქსაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურ მალხაზ პაქსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორ მაია სილაგაძის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და ასევე გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.
სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ვინაიდან საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა.