„მიყვარს, როდესაც ადამიანის ემოცია, განწყობა გადმომაქვს ფურცელზე და ვაცოცხლებ“…

მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში დაიბადა. დაამთავრ ძეგვის საშუალო  სკოლა, შემდეგ – მოსე თოიძის სახელობის ლიცეუმი. ბავშობიდან ხატავდ  ეხერხბოდა ქარგვა, ქსოვა.
მაგრამ ოჯახი შექმნა  და, როგორც ამბობს, ხატვამ  სადღაც, გულის და სულის ერთი კუნჭულში, გადაინაცვალ.
ათწლიანი პაუზის შემდეგ ისევ აიღ ფანქარი და ოცნებებს მივა. დაიწყ ხატვა. ამჯერად უფრო მეტად პორტრეტებზე მუშაობაწევს. იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც პერსონალური გამოფენა ექნება. – მადონა ფირანიშვილის პერსონა.

–  ბავშობიდან  ხატავდი,  ქსოვდით, კერავდი
 ბავშვობიდანვე მეხერხებოდა ეს ყველაფერი… პატარა სამყარო მქონდა  ჩემს გულში. თბილი და მოსიყვარულე ოჯახი მყავს. სამი დედმამიშვილი ვართ, ბავშვობიდან ერთმანეთზე ვზრუნავთ. სამწუხაროდ, მამა ადრე გარდამეცვალა, დედა კი მუდამ ზრუნავს და დღემდე გვერდით გვიდგას. რაც დრო გადის, მეტად დასამახსოვრებელი ხდება ყოველი  დღე ის, რაც ბავშვობას უკავშირდება.
–  ძეგვის საშუალო  სკოლა და მოსე თოიძის სახელობის ლიცეუმი დაამთავრეთ…
– ჩემ გარშემო ყოველთვის არიან კარგი და მოსიყვარულე ადამიანები. საუკეთესო მეგობრები შევიძინე როგორც სკოლის პერიოდში, ასევე – თოიძეში სწავლისას. დღემდე ვმეგობრობ მათთან. ჩემთვის მეტად ძვირფასი ადამიანები არიან, მათთან გატარებული ყოველი წუთი  დასამახსოვრებელია.
–  გარკვეული მიზეზების გამო აღარ ხატავდით… ათწლიანი პაუზის შემდეგ კი ისევ დაიწყეთ…
– შევქმენი ოჯახი. მალევე მეყოლა პირველი შვილი, მეორე, მესამე. ამიტომ ნაკლები დრო მრჩებოდა  შემოქმედებისთვის და ხატვისთვის. გარკვეული დროის შემდეგ ისევ ავიღე ფანქარი ხელში. გარშემო შუქ-ჩრდილების გარემოცვაში, მუდამ ფიგურებს ვხედავდი, წარმოვიდგენდი, როგორ გადმომქონდა ფურცელზე ეს ყველაფერი.
–  თქვენს ნამუშევრებში სჭარბობს პორტრეტები… ჰყავთ პროტოტიპები თუ ფანტაზიით იქმნება?
– ჩემს ნამუშევრებში იმიტომ სჭარბობს პორტრეტები, რომ ზოგადად მიყვარს დეტალებზე მუშაობა, მიყვარს, როდესაც ადამიანის ემოცია, განწყობა გადმომაქვს ფურცელზე და ვაცოცხლებ ნახატებში. პორტრეტებს, შეკვეთების გამო, ხშირად ვქმნი ფოტოდან, .ფანტაზიით კი ამჯერად მხოლოდ ჩანახატებში შემოვიფარგლები.
–  პირველი ნახატები…
– ერთ-ერთი პირველი იყო ჩემი გოგონას და დისშვილის პორტრეტები, რომლებმაც დიდი ემოცია მომიტანა და ყველას აღფრთოვანება გამოიწვია. მათ სტიმული მომცეს, მეხატა და მეტად განვვითარებულიყავი.
–  რა მასალას იყენებთ ხატვის დროს?
– ხატვის დროს ხშირად ვიყენებ გრაფიტის ფანქრებს, ფურცელს, ასევე – ნახშირს. ერთი წელია,  ვცადე, მეხატა ზეთოვანი საღებავებით ტილოზე.
–  რამდენიმე წუთში იხატება პორტრეტები ფანქრით…  არცთუ იოლია ადამიანის ხასიათის „დაჭერა“…
– რამდენიმე წუთში შეიძლება  ჩანახატი გააკეთო, რეალისტური პორტრეტის შესრულებას კი მინიმუმ 8 საათი სჭირდება. საკმაოდ დიდი შრომაა საჭირო კარგი შედეგის მისაღებად. თავიდან შეიძლება იყო სირთულეები, რადგან როგორც ჩვილი დგამს პირველ ნაბიჯებს, მეც ხელმეორედ მომიწია ნაბიჯ-ნაბიჯ ხატვის გახსენება. დროთა განმავლობაში, როცა ბევრს მუშაობ, ვცდილობდი და ვცდილობ, დავხვეწო ტექნიკა.  მარტივდება ყველაფერი. პირველ ემოციას თვალების ხატვით ვიღებ. როცა ვხედავ ჩემს დასრულებულ ნახატს, განსაკუთრებული ენერგიით ვივსები.
– ჰობი…
–  ერთი სიტყვით გადმოვცემ – ხელოვნება.
– რაზე ოცნებობთ?
– ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია, შექმნას ნამუშევარი, რომელიც ყველასთვის დასამახსოვრებელი იქნება, ასევე – ჩემთვისაც. ვიმედოვნებ, შევქმნი ბევრ ნამუშევარს და პერსონალური გამოფენაც მექნება.
– ოჯახი, სამი  შვილი გყავთ… ოჯახის წევრების დამოკიდებულება თქვენი შემოქმედებისადმი…
– ოჯახი ყოველთვის გვერდით მიდგას და უხარიათ ჩემი წინსვლა. შვილები განსაკუთრებით ამაყობენ მხატვარი დედით. პირველი გულშემატკივარი დედაა, რომელიც მუდამ მიბიძგებს წინსვლისკენ.
– სამომავლო გეგმები…
– ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო და შესასწავლი. მინდა ბევრი ნამუშევარი შევქმნა ფერწერაში, ასევე – გრაფიკაში. როგორც მე მანიჭებს  სიამოვნებას ხატვა, მინდა სხვებსაც გავუზიარო, თუნდაც – პატარა თაობას, რომელსაც შევაყვარებ ხელოვნებას.


                                                                                                                  თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები